logo
ENG



"ჩვენ არ მივატოვებთ, დავეხმარებით უკრაინას" - ბაიდენი კახოვკას ჰესზე

07 ივნ 202309:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/4sg2daxitkfxel4.jpg

"ჩვენ არ მივატოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას", - ასე უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კითხვას, რა გზავნილი აქვს მას რუსეთის ფედერაციის მიმართ.

ეს განცხადება ჯო ბაიდენმა უკრაინაში კაშხლის აფეთქების შეფასებისას გააკეთა. ვაშინგტონი მომხდარის შემდეგ ვითარებას სწავლობს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, როგორი ეფექტი ექნება მომხდარ კატასტროფას უკრაინის კონტრშეტევასა და ზოგადად ბრძოლის ველზე. მან კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტიც დააანონსა.

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. სადგურის განადგურებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. 

კაშხლის განადგურების შედეგად, კახოვკას წყალსაცავის წყალი სოფლებსა და ქალაქებს ტბორავს, ხერსონის ოლქის საშიშ რეგიონებში გამოცხადებულია ევაკუაცია. უკრაინა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა კაშხალი განზრახ ააფეთქეს.

ნოვა კახოვკას საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად ჰიდროელექტროსადგურის სარქველები დაინგრა, თავად კაშხალი კი არ დაზიანებულა.


close დახურვა